კატა, რომელსაც ჭურჭლის რეცხვა სიამოვნებას ანიჭებს – ეს უნდა ნახოთ

გამოწერა
ამ კატისთვის, როგორც ჩანს, ჭურჭლის რეცხვა რუტინა კი არა, სასიამოვნო პროცესია.

ჭურჭლის რეცხვას სასიამოვნო პროცესს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. დამეთანხმებით, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც ეს საქმე ეხალისება. ჩვენ ჭურჭლის გორაკებს სასჯელად მივიჩნევთ, განსაკუთრებით, დღესასწაულების შემდეგ, როცა ბინძური ჭურჭელი ძალიან ბევრია.

ვიდეოში ჩანს, როგორ აქტიურად ცდილობს ფისო ოჯახის წევრების მიერ დასვრილი თეფშები გულმოდგინედ გარეცხოს. შესაძლოა ფისომ სულ ახლახან გაიგო მეცნიერების ახალი აღმოჩენა, რომ ჭურჭლის რეცხვა გახდომას უწყობს ხელს, სხვანაირად როგორ უნდა აიხსნას, რომ კატა, იმის ნაცვლად, რომ მთელი დღე ბუხართან თბილად კოტრიალობდეს, ონკანთან დგას?

კიდევ ერთი ვარიანტია, რომ კატა ამას მოწყენილობისგან თავის დასაღწევად აკეთებს, რადგან უმოქმედობით დაიღალა.

იხილეთ მსგავსი ვიდეო:

ყველა ახალი ამბავი
0