ხალისიანმა ბოდიბილდერმა მსოფლიო დაიპყრო – ორიგინალური და სახალისო გამოსვლის ვიდეო

© photo: Смех сквозь хохот / FBხალისიანმა ბოდიბილდერმა მსოფლიო დაიპყრო - ორიგინალური და სახალისო გამოსვლის ვიდეო
ხალისიანმა ბოდიბილდერმა მსოფლიო დაიპყრო - ორიგინალური და სახალისო გამოსვლის ვიდეო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უჩვეულო გამოსვლის წყალობით ჩემპიონატი ნაკლებად ბანალურად იქცა, მისი ყურება უფრო სასიამოვნო გახდა, აღნიშნავენ სოციალური ქსელების მომხმარებლები

უჩვეულო გამოსვლის წყალობით ჩემპიონატი ნაკლებად ბანალურად იქცა, მისი ყურება უფრო სასიამოვნო გახდა, აღნიშნავენ სოციალური ქსელების მომხმარებლები.

მაყურებლები მხურვალე ოვაციებითა და აღფრთოვანებით შეეგებნენ ქარიზმატული სპორტსმენის პოზიტიურ გამოსვლას.

ვიდეო გადაღებულია სანქტ-პეტერბურგის ბოდიბილდინგის ჩემპიონატზე. კადრებში ჩანს, როგორ წარმოუდგა ბოდიბილდერი მაყურებელს ცნობილი სიმღერის ფონზე Jimmy Jimmy Jimmy Aaja, რითიც პირდაპირ მოხიბლა მაყურებელი. მისი მოძრაობები და გამომეტყველება მუსიკის ფონზე ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, მით უმეტეს, სპორტსმენი ამ ყველაფერს გამოსვლას და საკუთარი ფიგურის დემონსტრირებას უხამებს.

ბოდიბილდერმა საკუთარ გამოსვლაში სხვა სიმღერებიც გააჟღერა, მათ შორის ბურატინოს საუნდტრეკი. მთელი მისი ნომრის განმავლობაში მაყურებელი ტაშს უკრავდა, დასრულების შემდეგ კი მხურვალე აპლოდისმენტებიც არ დაიშურა.

 

ყველა ახალი ამბავი
0