ძალიან მხიარული ლაბრადორი განსხვავებული ჰობით – სახალისო ვიდეო

CC0 / Pixabay / ლაბრადორ რეთრივერი
ლაბრადორ რეთრივერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში

შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

კადრებში ჩანს ძალიან მხიარული და აქტიური ლაბრადორი, სახელად სტელა, რომელიც ფოთლების გროვის დანახვაზე ბედნიერი გარბის და ხტება შიგნით. რა თქმა უნდა, ძაღლის ეს საქციელი ძალიან სახალისოდ გამოიყურება, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის. სტელა ძალიან კარგი მეძებარია და ათასობით ფოთლის გროვიდან სულ რამდენიმე წამში შეუძლია გამოიტანოს პატრონის მიერ ჩაგდებული ჩოგბურთის ბურთი. შესაძლოა, ძაღლის ეს ნიჭი არასდროს გახდეს მისთვის საჭირო, თუმცა მას ეს ძალიან ახალისებს, ინტერნეტის მომხმარებლებს კი განწყობას უმაღლებს.

ყველა ახალი ამბავი
0