დედას არ უნდა ნუგბარი შვილს უწილადოს და მის მოტყუებას ცდილობს – სახალისო ვიდეო

CC0 / Pixabay / ჭურჭელი
ჭურჭელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში

ბავშვები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

ძალიან ყურადღებიანი და ცნობისმოყვარე ბავშვისგან რამის დამალვა ძალიან რთულია, მაგრამ ამ დედას ნამდვილად ეკუთვნის „ოსკარი“ სამსახიობო ოსტატობისათვის!

ეს სახალისო ვიდეო გადაღებულია ჩინეთში, ის მალევე გახდა ვირუსული. კადრებში ჩანს, როგორ უზის ბავშვი დედას კალთაში. ისინი ერთად უყურებენ ტელევიზორს, დედა კი ამ დროს ვაშლს მიირთმევს. თუმცა მას შვილისთვის ვაშლის გაყოფა არ სურს. მისი თქმით, ცხრა თვის ბავშვს სულ უნდა გასინჯოს ის, რასაც დედა მიირთმევს, მაგრამ პატარას ყველაფერი არ ეჭმევა.

ვიდეოში დედა ჩუმად კბეჩს ვაშლს, და ყოველ ჯერზე, როდესაც ბავშვი თავს ატრიალებს, ის წყვეტს ღეჭვას და ისეთ სახეს იღებს, თითქოს უბრალოდ ტელევიზორს უყურებს. მას ყველაფერი კარგად გამოსდის – ბავშვი, როგორც ჩანს, ვერაფერს ამჩნევს, სხვა შემთხვევაში განსხვავებული რეაქცია ექნებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0