კაფე იაპონიაში, რომელშიც მწოლიარე შშმ პირები რობოტ ოფიციანტებს მართავენ – ვიდეო

© photo: Kazumichi Moriyama / Youtubeრობოტი ოფიციანტები იაპონურ რესტორანში
რობოტი ოფიციანტები იაპონურ რესტორანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტოკიოში გამოჩნდა კაფე რობოტიზებული პერსონალით. ყველაზე საინტერესო კი აქ ის არის, რომ რობოტებს მართავენ პარალიზებული ადამიანები, წერს NextShark

ტოკიოში გამოჩნდა კაფე რობოტიზებული პერსონალით. ყველაზე საინტერესო კი აქ ის არის, რომ რობოტებს მართავენ პარალიზებული ადამიანები, წერს NextShark.

კაფე სახელწოდებით Dawn გასული წლის დეკემბერში გაიხსნა.

დაწესებულების მეპატრონის თქმით, აქ მუშაობენ ადამიანები, ვისაც ზურგის ტვინის სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ.

ისინი სახლიდან მართავენ 120 სანტიმეტრის სიმაღლის რობოტებს OriHime-D, რომელიც იღებს შეკვეთებს, გადაადგილდება და ესაუბრება სტუმრებს.

OriHime-D შეიმუშავა კომპანიამ Ory, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის სხვადასხვა სახის რობოტიზებულ ტექნიკას ქმნის.

პარალიზებულ ადამიანებს, რომლებიც რობოტებს მართავენ, ბრძანებების გაცემა თვალების მოძრაობით შეუძლიათ.

OriHime-D შეუძლიათ ასევე მართონ მრავალშვილიანმა ადამიანებმა, ან მათ, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო სახლის ან სხვა ადგილის დატოვება არ შეუძლია.

Dawn (Diverse Avatar Working Network) შეიქმნა ანიმე „ევას დროს“ მიხედვით, სადაც ადამიანები და რობოტები თანასწორები არიან.

ყოველ ასეთ ოფიციანტს საათში უხდიან 1000 იენს (დაახლოებით 22 ლარი), რაც იაპონიაში სტანდარტული ანაზღაურებაა არასრული სამუშაო დღისათვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0