პატარა გოგონას უჩვეულო ხატვის ნიჭი – გასაოცარი ვიდეო

გამოწერა
ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ გქონდეთ ამ ბავშვის ნიჭი. თითქოს განგებამ წინასწარ განსაზღვრა მისი პროფესია

ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ გქონდეთ ამ ბავშვის ნიჭი. თითქოს განგებამ წინასწარ განსაზღვრა მისი პროფესია.

ეს ვიდეო ჩინელმა წყვილმა გადაიღო. კადრებში ჩანს, თუ როგორ მოუხერხებლად უჭირავს ვიდეოს მთავარ გმირს ფლომასტერი, თუმცა ეს მას კატების ხატვაში ხელს სულაც არ უშლის.

გოგონა თავდაჯერებულად ავლებს გამოკვეთილ ხაზებს, თანმიმდევრობით ხატავს თავს, სხეულს და თათებს. მას იმდენად უყვარს ხატვა, რომ არანაირი ხმაური არ უშლის ხელს საქმიანობის გაგრძელებაში.

ვიდეოს კომენტარებში ვიდეოს ნამდვილობაზე დისკუსია გაიმართა: ნაწილი მიიჩნევს, რომ ვიდეო არ არის ნამდვილი, ვინაიდან ამ ასაკში ასე კარგად ხატვა შეუძლებელია. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშვი სპეციალურ ქაღალდზე ხატავს, ან გადაღების კუთხეა ოპტიკური ილუზიის შესაქმნელად შერჩეული, მესამე ნაწილის აზრით კი – გოგონა უბრალოდ ხატვის დიდი ნიჭითაა დაჯილდოებული.

ყველა ახალი ამბავი
0