14:05 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ვიდეოკლუბი

ძვირფასი ჯინსები უფასოდ: Diesel-ის „ყინულოვანი“ კამპანია და თავგადადებული ჯინსომანები

მოკლე ბმულის მიღება
29310

იტალიურმა დიზაინერულმა კომპანია Diesel-მა მარკეტინგულ სვლას მიმართა და ციურიხის (შვეიცარია) მოსახლეობას უფასო ჯინსები შესთავაზა.

ოღონდ ერთი პირობით: მას, ვისაც ძვირადღირებული ბრენდის ჯინსების მიღება სურს, ის ყინულის „ტყვეობიდან“ უნდა გაათავისუფლოს, შემდეგ კი მაღაზიაში მიიტანოს, სადაც სასურველი ზომის სამოსში გაუცვლიან.

მიუხედავად რთული დავალებისა, Diesel-ის ჯინსების ჩაცმის მსურველი ბლომად აღმოჩნდა, რომლებიც თავს არ ზოგავენ, ყინულის სქელ კუბში მოქცეული სამოსის „გამოსახსნელად“. 

 

მეტი ვიდეო

მთავარი თემები