დედას ბავშვი მანქანიდან გადმოუვარდა და ვერც კი შენიშნა – გამაოგნებელი კადრები

გამოწერა
კადრებში ჩანს, როგორ გდია შუა ქუჩაში მანქანის საბავშვო სავარძელი, რომელშიც ჩვილი ზის. პატარა საკუთარ დედას გადმოუვარდა ავტომობილის გაღებული კარიდან ისე, რომ მას საერთოდ არც კი შეუნიშნავს, რა მოხდა

ორიოდე საათის წინ სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

კადრებში ჩანს, როგორ გდია შუა ქუჩაში მანქანის საბავშვო სავარძელი, რომელშიც ვარდისფერ სამოსში გამოწყობილი ჩვილი ზის. პატარა საკუთარ დედას გადმოუვარდა ავტომობილის გაღებული კარიდან ისე, რომ მას საერთოდ არც კი შეუნიშნავს, რა მოხდა. 

ბავშვს უკან მომავალი მანქანა წაადგა თავს და სწორედ მისმა მძღოლმა ჩად მოკმა იხსნა ის უბედური შემთხვევისგან. ჩადი ხელების ქნევით ცდილობდა ნიშანი მიეცა უთავბოლო დედისთვის, მაგრამ მას, სავარაუდოდ, არაფერი დაუნახავს. 

საბედნიეროდ, ბავშვი კარგადაა, ხოლო დედას, დიდი ალბათობით, სამართალდამცველებთან საქმის გარჩევა ელოდება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0