სანტა კლაუსი და რეაქცია ფოკუსებზე: თავშესაფრის ძაღლებს ცნობილი ილუზიონისტი ეწვია

გამოწერა
სანტა კლაუსის წითელ ქუდში გამოწყობილმა სტუმარმა ძაღლებს ფოკუსები უჩვენა და მათი რეაქციები ვიდეოფირზე აღბეჭდა

ნიუ-იორკის ერთ-ერთი თავშესაფრის ბინადრებს ცოტა ხნის წინ ცნობილი ილუზიონისტი ჯონ სტესელი ეწვია. 

სანტა კლაუსის წითელ ქუდში გამოწყობილმა სტუმარმა ძაღლებს ფოკუსები უჩვენა და მათი რეაქციები ვიდეოფირზე აღბეჭდა.

ცუგები ისე საყვარლად რეაგირებდნენ სტესელის „ეშმაკობებზე“, რომ ვიდეოს ნახვებმა რამდენიმე დღეში 1,5 მლნ-ს გადააჭარბა. 

თავშესაფრის მფლობელებს იმედი აქვთ, რომ ეს კადრები ძაღლებს ახალი პატრონების მოძებნაში დაეხმარება, ვინაიდან მათზე ძალიან კარგად წარმოჩინდება ცუგების ხასიათი და ზნე. 

ყველა ახალი ამბავი
0