მარტოკაცისა და ძაღლის გამოქვაბული - ხელნაკეთი შედევრი ფანტასტიკის ზღვარზე

გამოწერა
სხვათა შორის, ამ უჩვეულო კაცზე ფილმიც გადაიღეს, სახელწოდებით „გამოქვაბულების მთხრელი“  რომელიც „ოსკარზეა“ ნომინირებული.

ნიუ-მექსიკოში მდებარე ამ გამოქვაბული-შედევრის შემქმნელი 67 წლის რა პოლეტია. ის ჩვეულებრივი ნიჩბითა და წერაქვით თხრის გვირაბებს მიწის ქვეშ და საკუთარი ხელით კვეთს გამოქვაბულის კედლებზე საოცარ ორნამენტებს.

სპეციალური განათლება არ აქვს. ამბობს, რომ ერთ დღეს გაიღვიძა და მიხვდა, რომ გამოქვაბულების თხრა უნდოდა.

საკუთარი შედევრების სანაცვლოდ სიმბოლურ ანაზღაურებას და უზარმაზარ სიამოვნებას იღებს. სურს, რომ მისმა ნახელავმა ადამიანებს ყოველდღიური საზრუნავი დაავიწყოს და მშვენიერებას აზიაროს. საერთოდ არ ისწრაფვის ფულისა და დიდებისკენ.

თავადაც ერთ-ერთ გამოქვაბულში ცხოვრობს, ძაღლთან ერთად. და იქაურობა ისე აქვს მოწყობილი, მსოფლიოს ნებისმიერ დიზაინერს შეშურდება.

პირველი გამოქვაბული რა პოლეტმა 1987 წელს გათხარა. თუმცა მალევე მოუხდა მისი დახურვა, ვინაიდან უსაფრთხოების აუცილებელი ნორმები დაცული არ ჰქონდა. ეს იმიტომ, რომ ვერაფრით წარმოიდგენდა, თუ მისი ნახელავი ესოდენ პოპულარული გახდებოდა.

ამ დროისათვის რა პოლეტს 14 გამოქვაბული აქვს შექმნილი და ახლა მეთხუთმეტეზე მუშაობს, რომელიც დანარჩენებზე უკეთესი და მასშტაბური იქნება.

სხვათა შორის, ამ უჩვეულო კაცზე ფილმიც გადაიღეს, სახელწოდებით „გამოქვაბულების მთხრელი“  რომელიც „ოსკარზეა“ ნომინირებული.

ყველა ახალი ამბავი
0