ბექა ბუჩუკურის „ცოტა სერიოზული გართობა“ - არ შეიმჩნოთ ხარვეზი

გამოწერა

ეს ნიჭიერი კაცი ბექა ბუჩუკურია, რომელიც ფოლკლორულ ანსამბლ „ადილეიში“ მღერის. 

ბექამ ლეგენდარული „ქვინის“ ჰიტი „ბოჰემური რაფსოდია“ და ქართული სიმღერების პოპური გააკეთა და როგორც თავად წერს, ამით „სერიოზულად გაერთო“. 

მერე თავისი „ექსპერიმენტი“ სოციალურ ქსელებში ატვირთა და თან საბოდიშო კომენტარიც დაურთო:

„ეხლა ცოტა სერიოზულად გავერთე. მართალია, ბევრი ამოვარდნილი რიტმით და ხარვეზით, მაგრამ არ შეიმჩნიოთ. პროგამის ბრალია, დედას ვფიცავარ“. 

მოუსმინეთ ბექას და ისიამოვნეთ არაჩვეულებრივი პოპურით.  

ყველა ახალი ამბავი
0