მთის არწივი 8 წლის ბავშვს დაესხა თავს და მძიმედ დაკორტნა – თვითმხილველის ვიდეო

გამოწერა

უზარმაზარი მთის არწივი 8 წლის გოგონას დაესხა თავს და კორტნა დაუწყო. მტაცებელმა ფრინველმა ბავშვს თავსა და მკერდზე ღია ჭრილობები დაუტოვა. საბედნიეროდ, გოგონა გადაარჩინეს და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვი ფრინველების საჩვენებელი გამოსვლისთვის დანიშნულ მინდორზე გავიდა. არწივმა ის შენიშნა და მყის მისკენ გაფრინდა, შემდეგ იოლად დააგდო მიწაზე, ბრჭყალებით ჩააფრინდა და კორტნა დაუწყო. შემთხვევის მომსწრეებმა ყვირილით უხმეს ბაზიერს, რომელიც სასწრაფოდ გაიქცა ბავშვის გადასარჩენად. 

კადრებზე ჩანს, როგორ უჭირს მას არწივის მოშორება, თუმცა საბოლოოდ მაინც ახერხებს ამას. 

გოგონა სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას ჭრილობები დაუმუშავეს და შინ გაუშვეს. 

მთის არწივი (Беркут) ყველაზე დიდია არწივებს შორის. მისი სხეულის სიგრძე 90 სმ-ია, ხოლო ფრთების გაშლა — 2,5 მეტრამდე. 

ყველა ახალი ამბავი
0