ალაბამაში ღრუბლებზე მოსიარულე „ღმერთი“ დააფიქსირეს - შოკისმომგვრელი ვიდეო

გამოწერა

ალაბამაში (აშშ) ვიდეოკამერამ  ღრუბლებზე მოსიარულე ადამიანის სილუეტი მაშინ დააფიქსირა, როდესაც ადგილობრივ მცხოვრებს შტორმთან დაკავშირებით პირდაპირი ეთერი მიჰყავდა „ფეისბუქით“. 

ვიდეო გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა.

კადრებზე ჩანს ღრუბლებით გაშავებული ცა, რომლის ერთ ნაწილში შუქი გამოკრთის. რამდენიმე წამში კი ოპერატორი მასში მოძრაობას ამჩნევს და ისმის მისი ხმა:

„შეხედეთ ნათელ ლაქას ცაზე, პირდაპირ ამ ნათელს შეხედეთ. ეს ისაა, ვის ხელშიცაა ძალა!“

და მართლაც, განათებული ადგილის მარჯვენა ნაწილში ადამიანის მსგავსი სილუეტი ჩნდება, რომელიც რამდენიმე წამის შემდეგ ქრება.

სოციალური ქსელების მომხმარებლები ვიდეომ, შეიძლება ითქვას, დაზაფრა და ლამის ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ეს ღვთიური ნიშანია. ზოგი იუზერის აზრით ეს ღმერთია, ზოგისა კი — ანგელოზი. 

ამასობაში ავტორის ორიგინალურმა ვიდეომ, რომელიც მის გვერდზეა ატვირთული, მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 

ყველა ახალი ამბავი
0