ძველი HONDA, გონიერი შეყვარებული და გაუქმებული აუქციონი: როგორ გავყიდოთ 22 წლის მანქანა

გამოწერა
ვიდეო იმდენად მაგარი გამოვიდა, რომ eBay-ზე მისმა საწყისმა ფასმა კატასტროფულად მოიმატა: 499 დოლარიდან 150 ათას დოლარამდე გაიზარდა

29 წლის კალიფორნიელმა მაქს ლანმანმა გადაწყვიტა შეყვარებულს, კერი ჰოლენბეკს დახმარებოდა ძველი, 1996 წელს გამოშვებული ავტომობილი Honda-ს გაყიდვაში და პროფესიონალური ვიდეორგოლი დაამზადა. 

ვიდეო იმდენად მაგარი გამოვიდა, რომ 3,8 მლნ ნახვა დააგროვა და ყიდვა-გაყიდვების პორტალ eBay-ზე მისმა საწყისმა ფასმა კატასტროფულად მოიმატა: 499 დოლარიდან 150 ათას დოლარამდე გაიზარდა. 

ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ eBay-ს ხელმძღვანელობამ წყვილი თაღლითობაში დაადანაშაულა და აუქციონი გააუქმა. 

თუმცა მალევე შეცვალა გადაწყვეტილება და წყვილს შესთავაზა, თავიდან დაეწყოთ აუქციონი. მაქსი და კერი ასეც მოიქცნენ და 22 წლის ავტომობილი Honda Accord თავიდან გამოიტანეს გასაყიდად eBay-ზე.

ვიდეორგოლის მთავარი გზავნილი ასე ჟღერს: „შენ არ გაღელვებს ფული, შენ უკვე გაქვს ყველაფერი, რასაც კი ისურვებდი. შენ ირჩევ რაღაცას არა თავმოსაწონებლად, არამედ იმიტომ, რომ ის მუშაობს“. 

ყველა ახალი ამბავი
0