პირველად მსოფლიოში: დაგებულია ელექტროტრასა, რომელიც მანქანებს „საწვავით“ მუხტავს

გამოწერა

შვედეთის სატრანსპორტო სამმართველომ ელექტროფიცირებული ავტოტრასის სატესტო მონაკვეთი გახსნა, იუწყება The Guardian-ი.

კონტაქტურრელსიანი ორკილომეტრიანი მონაკვეთი პროექტ eRoadArlandа-ს ფარგლებში ააგეს შვედმა ინჟინრებმა. ასეთ გზაზე მოძრავი ავტომობილი სპეციალური მოწყობილობით უერთდება რელსებს და სუფთა და უსაფრთხო „საწვავით“, ელექტროენერგიით იმუხტება.

ინჟინრების გათვლებით, ასეთი საავტომობილო გზის ერთი კილომეტრის აგება მილიონი ევრო ჯდება, თუმცა შვედეთის ხელისუფლება აპირებს, მომავალში მეტი გზა აღჭურვოს მსგავსი ელექტროსაფარით.

ყველა ახალი ამბავი
0