ელჩიც ასეთი უნდა: ამერიკელი დიპლომატის მეგრულად ამღერებული ქალიშვილი

გამოწერა

ბენდი Blato Zlato სოციალური ქსელებით ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც ამერიკელი ახალგაზრდები დიდი გრძნობით ასრულებენ მეგრულ „აშო ჩელას“.

ვიდეოს თან ახლავს პოსტი, რომელშიც ნათქვამია:

„ჩვენი ორი ვოკალისტი ანა და ლოუ ამ ზაფხულს ანას მშობლებს ესტუმრნენ თბილისში, საქართველოში და მათთან რამდენიმე კვირა გაატარეს. ისინი სწავლობდნენ სიმღერებს, მიირთმევდნენ მჭადსა და ლობიანს, სვამდნენ ღვინოსა და ჭაჭას, დადიოდნენ ლაშქრობაზე მთებში და ძალიან შეუყვარდათ საქართველოს მშვენიერი ხედები“.

აღმოჩნდა, რომ ბენდის მეგობარი ორი გოგონადან ერთი — ანა საქართველოში აშშ-ის აწ უკვე ყოფილი ელჩის იან კელის ქალიშვილია.
და როცა დიპლომატის ოჯახის წევრები იმ ქვეყნის ენითა და კულტურით ინტერესდებიან, რომელშიც ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, ვფიქრობთ, ორმაგად სასიამოვნოა და მისასალმებელი.
ასე რომ, ნახეთ და მოისმინეთ ანა კელის ჩამტკბარი მეგრული „აშო ჩელა“.
ყველა ახალი ამბავი
0