იმიტაციის დიდოსტატები: როგორ ამზადებენ ჩინელები ხელოვნურ კვერცხს

გამოწერა

ჩინელები რომ იმიტაციის დიდოსტატები არიან, არახალია. ისინი არაჩვეულებრივად აკოპირებენ ცნობილი ბრენდების სამოსსა თუ აქსესუარებს, გაჯეტებსა თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკას და ა.შ.

მაგრამ მათი ნიჭი, თურმე, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ჩინელები ასევე დიდად დახელოვნებული არიან კვების პროდუქტების დამზადებაშიც.

ქვემოთ გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ მზადდება ხელოვნურად კვერცხი, რომელიც გარეგნულად არაფრით გამოირჩევა ნატურალურისგან. აი, „შინაარსით“ კი…

ხელოვნური კვერცხი აბსოლუტური სატყუარაა, მასში არაფერია სასარგებლო. ნაჭუჭი თაბაშირის, კალციუმისა და პარაფინისგანაა გაკეთებული, ცილა და გული კი ჟელატინისა და კალციუმის ალგინატის ნაერთისგან მზადდება, რომელსაც პიგმენტები აქვს დამატებული.

ალბათ ზედმეტია იმის თქმა, რა შედეგი მოჰყვება ამგვარი კვერცხის ხანგრძლივ მიღებას. თუმცა კი ერთი მაინც ხაზგასასმელია: ის იწვევს გონებრივ ჩამორჩენილობას ბავშვებში.

როგორც ირკვევა, ხელოვნური კვერცხის თვითღირებულება ნატურალურზე 25%-ით იაფი ჯდება და ამით შესანიშნავად სარგებლობენ არაკეთილსინდისიერი მეწარმეები.

საგანგაშო ისაა, რომ ხელოვნური, აბსოლუტურად ქიმიური კვერცხი საზღვარგარეთაც გადის და საშიშროებისგან დაზღვეული არც ერთი ქვეყანა არ არის, ვისაც ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობა აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0