ამბავი საოცარი ერთგულებისა და სიყვარულისა – არ დაიზაროთ, ნახეთ!

გამოწერა
ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენი კომენტარი აბსოლუტურად ზედმეტია. ჩვენც თქვენთვის მოგვინდია იმის შეფასება, რასაც საკუთარი თვალით იხილავთ ამ ვიდეოში

ორიოდე დღის წინ იუზერმა თეკლა კალანდაძემ „ფეისბუქში“ გულისამაჩუყებელი ვიდეო ატვირთა, რომელსაც ამბავიც დაურთო.

ვიდეოში ჩანს, როგორ თავგანწირვით მისდევს ქუჩის მიუსაფარი ძაღლი ავტობუსს, რომელიც საკმაოდ დიდ მარშრუტზე მოძრაობს.

თეკლა ჰყვება:

„ამ მორბენალ საოცრებას ხომ ხედავთ? მძღოლს აცილებს… დიახ, სწორად მიხვდით, A საწყისიდან B სასრულამდე ფეხით მისდევს ავტობუსს. რატომ? იმიტომ, რომ მძღოლი კვებავს, ეფერება და ისიც, ოთხფეხი „პირუტყვი“, მის მეგობრად თვლის თავს…

არ გეგონოთ, იტანჯება. პირიქით! ერთ-ერთ გაჩერებაზე უცებ ჩავირბინე და საშინლად დაქანცული ავტობუსში ამოვიყვანე. ძლივს სუნთქავდა, მაგრამ უბედნიერესი იყო! კუდს აქიცინებდა, ყველას შესციცინებდა, მძღოლს განსაკუთრებით… არ გაჩერდა, გაიღო თუ არა გაჩერებაზე კარები, იმ წუთასვე ქვემოთ ჩაირბინა და მოემზადა მორიგი სტარტისთვის. კარის დაკეტვა და მისი ადგილიდან მოწყდომაც ერთი იყო… მე გავოგნდი და დანარჩენი თქვენთვის მომინდვია“.

ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენი კომენტარი აბსოლუტურად ზედმეტია. ჩვენც თქვენთვის მოგვინდია იმის შეფასება, რასაც საკუთარი თვალით იხილავთ ამ ვიდეოში.

ყველა ახალი ამბავი
0