მოხველ მშვიდობით! ანუ როგორ ხვდებიან ვალმოხდილ ჯარისკაცებს მადლიერი ადამიანები

გამოწერა

ზოგს ეგებ ბანალურ და გაცვეთილ სიტყვებად მოეჩვენოს, მაგრამ ჯარისკაცობა მართლაც ყველაზე საპატიო და საამაყო პროფესიაა დედამიწაზე.

ყველას არ შეუძლია — იყოს ჯარისკაცი. ზოგს საამისოდ გამბედაობა არ ჰყოფნის, ზოგს — პრინციპები აქვს განსხვავებული.

ვიდეოზე, რომელსაც გთავაზობთ, ასახულია, თუ როგორ შედიან აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში ცხელი წერტილებიდან დაბრუნებული ვალმოხდილი ჯარისკაცები და როგორ ხვდებიან მათ მგზავრები.

ეს ამერიკელი ჯარისკაცები არიან, რომელთა გამოჩენამაც ერთბაშად გამოაცოცხლა უზარმაზარი დარბაზი, რომელიც მანამდე მთვლემარე მოლოდინით იყო შეპყრობილი. მადლიერმა ხალხმა ტაშით გააცილა ომგამოვლილი გოგო-ბიჭები. და ეს უმცირესია, რითიც მათთვის მადლობის გადახდა შეიძლება, თუმცა მეტად ამაღელვებელი…

ყველა ახალი ამბავი
0