შესაშური ტრადიცია: არლინგტონის საპატიო ყარაული - იარაღის შემოწმების ცერემონია

გამოწერა

არლინგტონის მემორიალურ სასაფლაოზე, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანში მდებარეობს, ტრადიციისამებრ იკრძალებიან სამხედროები, პრეზიდენტები, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები და ასტრონავტები.

არლინგტონის სასაფლაო 1865 წელს დაარსდა სამოქალაქო ომში დაღუპული ჯარისკაცების დასაკრძალად. ეს ტერიტორია სამხრეთის არმიის მთავარსარდალ გენერალ რობერტ ლის ჩამოართვეს გამარჯვებულმა ჩრდილოელებმა.

2016 წლის მონაცემებით, სასაფლაოზე დაკრძალულია 320 ათასი ადამიანი, რომლებმაც თავი შესწირეს ამერიკის თავისუფლებას, დიდებასა და სახელს. შესაბამისად, სასაფლაოს საპატიო ყარაული იცავს.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელზეც საპატიო ყარაულის გამოცვლისა და იარაღის შემოწმების მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი ცერემონიაა ასახული.


ყველა ახალი ამბავი
0