NASA-ს შთამბეჭდავი ვიდეო ირმის ნახტომიდან - პანორამული მოგზაურობა კოსმოსში

გამოწერა

აშშ კოსმოსური კვლევების სააგენტო NASA-მ საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა 360 გრადუსიანი ვიდეო, რომელიც ირმის ნახტომშია გადაღებული.

კადრები კოსმოსურ რენტგენულ ობსერვატორია "ჩანდრასა" და სხვა ტელესკოპებით დაფიქსირდა.

როგორც "ნასა" წერს, კაცობრიობას ფიზიკურად არ შესწევს უნარი, მიაღწიოს ირმის ნახტომის ცენტრში. შესაბამისად, მეცნიერები კოსმოსის ამ რეგიონს მძლავრი ტელესკოპებით შეისწავლიან, რომლებსაც ხილული სინათლის გარდა, რენტგენული და ინფრაწითელი გამოსხივების აღქმაც შეუძლიათ.

360 გრადუსიანი პანორამული ხედის დასათვალიერებლად, გამოიყენეთ ვიდეოს ზედა, მარცხენა კუთხეში დატანილი კურსორი. 

ყველა ახალი ამბავი
0