„ვაგზალი ორისთვის“ პარიზულად: სადგური, პიანინო და უფასო კონცერტით დასრულებული შეხვედრა

გამოწერა

ეს ვიდეო არც შემეცნებითია, არც იუმორისტული და არც რაიმე კატასტროფის ამსახველი. ეს უბრალოდ სასიამოვნო ვიდეოა.

მასზე პარიზის სადგური და მოსაცდელ დარბაზში მსხდომი ადამიანები არიან აღბეჭდილები, რომლებიც სანამ თავიანთ მატარებელს ელოდებოდნენ, სრულიად მოულოდნელად გახდნენ ფრიად სასიამოვნო სცენის მოწმეები.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთი ყმაწვილი დარბაზში მდგარ პიანინოს მიუჯდა და რაღაც მელოდია ააჟღერა…

ყველა ახალი ამბავი
0