ჩვენმა ყველას აჯობა: ნათია თოდუა გერმანული Voice-ს გამარჯვებულია

გამოწერა

ნათია თოდუა მუსიკის გერმანელმა მოყვარულებმა ერთხმად აღიარეს ყველაზე ძლიერ შემსრულებლად წლევანდელ „ვოისში“ და შესაბამისი ადგილითაც დააჯილდოეს.

ნათიას „ვოისში“ შესული ხმების მთლიანი რაოდენობის 50.10% ერგო, რაც დანარჩენი სამი კონკურსანტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე ცოტა მეტიც კია.

ვულოცავთ ნათიას, მის ოჯახს, ახლობელ-მეგობრებსა და მთელ საქართველოს ჩვენებური გოგონას გამარჯვებას და გთავაზობთ ვიდეოკადრებს გამარჯვებულის გამოვლენის ცერემონიიდან.

ყველა ახალი ამბავი
0