ბუნების საოცრება: მეთევზესთან „მოლაპარაკე “ ტბა კალიფორნიაში

გამოწერა

ბუნებაში რომ უამრავი ამოუხსნელი საოცრება არსებობს, ეს სიახლე არავისთვის არის. მაგრამ „მოლაპარაკე ტბის“ არსებობა ნამდვილად უცნაური და აქამდე არგაგონილი ამბავია.

ამერიკელმა ემი ლიპუსმა YouTub-ზე ატვირთა ვიდეო, რომელშიც ასაკოვანი მეთევზე ტყეში, ტბის პირას მშვიდად ზის და… ტბას ეხმიანება. ტბა კი ყველა მის შეძახილზე თავისებურად  რეაგირებს — მეთევზეს წყლის ზედაპირზე მყისიერად წარმოქმნილი ათასი ჭავლით უბრუნებს პასუხს.

მიუხედავად უცნაურობისა, გაირკვა, რომ ამ მოვმოვლენაში არაფერია აუხსნელი და მით უმეტეს, ირეალური: მეთევზის შეძახილზე თურმე ტბის ზედაპირზე თავმოყრილი მწერები რეაგირებენ.

ყველა ახალი ამბავი
0