Linkin Park-ის ახალი კლიპი გარდაცვლილი მეგობრის სახსოვრად

გამოწერა

 ამერიკული ჯგუფის Linkin Park-ის სოლისტი, 41 წლის ჩესტერ ბენინგტონი 21 ივლისს საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი.

ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მომღერალმა თავი მოიკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბენინგტონმა მეგობრის, ჯგუფ Soundgarden-ის ლიდერ კრის კორნელის დაბადების დღეზე მოიკლა თავი, რომელიც დეტროიტის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა 18 მაისს.

მედიის ინფორმაციით, მომღერალს მანამდე უთქვამს, რომ ბავშვობაში მამაკაცის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა და ამის გამო ხშირად ფიქრობდა თავის მოკვლაზე.

სამწუხაროდ, ჩანაფიქრი შეასრულა.

Linkin Park-მა კი მეგობრისა და ჯგუფის სოლისტის ხსოვნას გარდაცვალებიდან ორი თვის თავზე კლიპი მიუძღვნა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

ყველა ახალი ამბავი
0