ორ კალკულატორზე შესრულებული მსოფლიო ჰიტი Despacito - ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

გამოწერა

იაპონელმა ენთუზიასტმა მსოფლიო ჰიტის, Despacito-ს საკუთარი ვერსია ჩაწერა. ეს უჩვეულო ვერსიაა, ვინაიდან ორ კალკულატორზეა შესრულებული.

დიახ, არაფერი მოგჩვენებიათ. გონიერმა იაპონელმა ორი ჩინური კალულატორი მოიმარჯვა და Despacito-ს კიდევ ერთი კომპოზიცია მიაყოლა: ბრიტანელი ედ შირანის Shape of me.

ვიდეო სულ რაღაც ორიოდე დღეა, რაც „იუთუბზე“ აიტვირთა და უკვე 300 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

რა ხიბლავთ ადამიანებს „კალკულატორულ მუსიკაში“, ეს თავად განსაჯეთ მას შემდეგ, რაც ვიდეოს ნახავთ.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ კლიპი კომპოზიციაზე Despacito ყველაზე პოპულარული ვიდეოა „იუთუბის“ ისტორიაში. მას 3,5 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

 

ყველა ახალი ამბავი
0