ჯასტინ ბიბერი შემთხვევით პაპარაცის დაეჯახა — ვიდეოკადრები

გამოწერა

მომღერალი ჯასტინ ბიბერი ბევერლი-ჰილზის ეკლესიასთან, სადაც ის წირვას ესწრებოდა, ავტომობილით შემთხვევით დაეჯახა ერთ-ერთ ფოტოგრაფს.

ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები YouTube-ზე აიტვირთა.

აღსანიშნავია, რომ ჯასტინ ბიბერი ექიმებისა და პოლიციის ადგილზე მისვლას დაელოდა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ ფოტოგრაფს უმნიშვნელო დაზიანებები აქვს და მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0