05:55 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ვიდეოკლუბი

მამაკაცი კაბით: უიმბლდონზე გულშემატკივარი კორტზე გაიყვანეს და ათამაშეს

მოკლე ბმულის მიღება
5810
© FB / Wimbledon

კურიოზული შემთხვევა მოხდა უიმბლდონზე მატჩის მსვლელობისას — ბელგიელი ჩოგბურთელი კიმ კლეისტერსი ერთ-ერთი მაყურებლის რჩევებმა გააღიზიანა, რის შემდეგადაც სპორტსმენმა მამაკაცს თამაში შესთავაზა. იხილეთ ვიდეო, თუ რა მოჰყვა ამ ყოველივეს.

ირლანდიელი გულშემატკივარი კრის კვინი ბელგიელი ჩოგბურთელის მოწვევას დათანხმდა და კორტზე გამოვიდა. თუმცა პრობლემა ის იყო, რომ უიმბლდონის დრეს-კოდი ყველა მოთამაშეს სთხოვს ჩაცმული იყოს თეთრ შორტსა და მაისურში. კლეისტერსმა გულშემატკივარს საკუთარი სათადარიგო ფორმა მიუტანა, კვინმაც სპორტსმენების დახმარებითა და ოვაციების თანხლებით მოირგო ჩოგბურთელის სამოსი.

კლეისტერსის ორი ჩაწოდების წარუმატებელი მიღების შემდეგ კრის კვინმა კორტი დატოვა, თუმცა სპორტსმენებთან ფოტოს გადაღება მაინც მოასწრო. მოგვიანებით გულშემატკივარმა ტვიტერში მადლობა გადაუხადა კლეისტერსს თამაშის შესაძლებლობის მიცემისათვის და ჩოგბურთის გულშემატკივარი მისი სამი ქალიშვილის თვალში "გმირად ქცევისთვის".

თემაზე

ძველი ბათუმის ტრადიციული საზაფხულო წვეულება
თბილისში არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
ბავშვების საყოველთაო ნათლობა საქართველოში
ახალი გზა რუსეთიდან საქართველოსკენ: როგორ შენდება ავარო-კახეთის გზა

მეტი ვიდეო

მთავარი თემები