15:13 23 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ვიდეოკლუბი

სუპერ ჰოლო მანიატი, ანუ თარჯიმანმა სნუპ დოგის "გადაუჯოკრა"

მოკლე ბმულის მიღება
5520
New York Post

ჰოლლო მანიატი სურდოთარჯიმანია, რომელიც პოპულარული იმით გახდა, რომ უცნობილესი მომღერლების სიმღერების ტექსტებს თარგმნის სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის უშუალოდ მათ კონცერტებზე.

ერთ-ერთი ასეთი კონცერტისას, რომელსაც სნუპ დოგი მართავდა ლუიზიანაში, მაყურებელმა გადაიღო ვიდეო… ოღონდ არა თავად მომღერლისა, არამედ თარჯიმნისა და "ფეისბუქზე" ატვირთა.

დღეისათვის ამ ვიდეოს 13 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. და არა ცნობილი ჰიპ-ჰოპერის, არამედ მისი თარჯიმნის დამსახურებით, რომელიც თურმე კონცერტისთვის 50-80 საათი ემზადებოდა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესა ჰოლო მანიატით მოხიბლული მაყურებელი მის ვიდეოს ტვირთავს სოციალურ ქსელში. ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2013 წელსაც, როდესაც ჯგუფ Wu Tang Clan-ის კონცერტზე მისული მაყურებელი თარჯიმანით ლამის მეტად აღფრთოვანდა, ვიდრე თავად შემსრულებლებით.

თემაზე

თუ გინდა თავი 007-ად იგრძნო, ანუ სადამდე მივიდა ტექნიკა?!
"სტავლა სიკტილამდე", ანუ რატომაა ადამიანი დედამიწაზე მოსული

მეტი ვიდეო

მთავარი თემები