უცხოელის თვალით დანახული საქართველო: პეტერ ამბისის მე-11 ეპიზოდი

გამოწერა

ავსტრიელი პეტერ ამბისი და მისი ირანელი მეგობარი ალი საქართველოში ერთად ჩამოვიდნენ ქვეყნის გასაცნობად.

თბილისში და თბილისს გარეთ უამრავი ფოტო და ვიდეომასალა გადაიღეს, რომლებიც ეპიზოდებად დაჰყვეს.

ორი თვის წინ ერთი ეპიზოდი უკვე გავაცანით ჩვენს მკითხველს, რომელმაც მოწონება დაიმსახურა.

ის კი არა, თავად პეტერსაც უნახავს ჩვენს გვერდზე განთავსებული საკუთარი ვიდეო და გახარებული შეგვეხმიანა, კიდევ მოგაწვდით სხვა ეპიზოდებსაცო.

დანაპირები მალევე შეგვისრულა და ეს "ეპიზოდი #11" გამოგვიგზავნა.

მოდით, ერთად ვნახოთ, როგორია ავსტრიელი პეტერ ამბისისა და ირანელი ალის თვალით დანახული საქართველო.

 

ყველა ახალი ამბავი
0