საქორწინო თაიგულის გამო უბედური შემთხვევის შემსწრე მექორწილეები

გამოწერა

ახალდაქორწინებული წყვილის კორტეჟი ხიდზე შეჩერდა სურათების გადასაღებად, რის შემდეგაც პატარძალმა ტრადიციულად მდინარეში თაიგული ისროლა.

მექორწილეები ხიდის მოაჯირს მიაწყდნენ, რათა წყალზე მცურავი ყვავილები დაენახათ. მაგრამ ლამაზი სანახაობის ნაცვლად უბედური შემთხვევის მოწმენი გახდნენ: მდინარის ნაპირზე პატარა გოგონა იდგა და ვერაფერს შველოდა წყალში ჩავარდნილ მამაკაცს, რომელიც ყინულზე ამოსვლას ცდილობდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მამა-შვილს ყინული ჩამტვრეოდა და ორივენი მდინარეში ჩაცვივდნენ. კაცს ბავშვი ნაპირზე კი ამოეგდო, მაგრამ თავად ვეღარ ამოდიოდა.

ქორწილი და გაშლილი სუფრა ყველას დაავიწყდა. სადღესასწაულო კორტეჟის წევრები მყის მაშველებად იქცნენ და გაჭირვებაში ჩავარდნილი კაცი უეჭველი სიკვდილისგან იხსნეს.

ყველა ახალი ამბავი
0