23:49 19 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ვიდეოკლუბი

უცხოელის თვალით დანახული თბილისი: ქუჩის კულინარია, თონის პური და ჩურჩხელა

მოკლე ბმულის მიღება
23403
© Travel documentaries full length

ებრაელი მსახიობი და მოგზაური იშაო გოლანი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, რათა სხვადასხვა ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებსა და ბაზრობებზე კულინარული საოცრებები დააგემოვნოს.

თითო ქალაქში ზუსტად 24 საათით ჩერდება და მაქსიმალური რაოდენობის კერძს სინჯავს, შთაბეჭდილებებს კი ვიდეობლოგით აქვეყნებს.

2012 წელს იშაო გოლანი National Geographic-ის წამყვანი გახდა, 2016 წელს კი საქართველოში ჩამოვიდა.

ჩამოვიდა და თბილისი შემოიარა, თონის პურის ცხობასაც დაესწრო და ხინკლის მოხვევასაც, ყველის გალერეაშიც ბრძანდებოდა, ჩურჩხელებიც შეიძინა, ნიგვზის ფასზეც ივაჭრა, „პერაშკიც“ იყიდა ქუჩაში და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის კულინარიის გასაცნობად უვლის მსოფლიოს, ქართულ ოჯახსაც ეწვია, სადაც ცნობილმა ქართველებმა, მათ შორის, წარსულში სუხიშვილების სარეკლამო სახემ და განთქმულმა მოცეკვავემ, ბატონმა ომარ მხეიძემ გაუწიეს თანამეინახეობა…

მოკლედ, ნახეთ იშაო გოლანის ვიდეორგოლის მოკლე ვერსია და მისი თვალით დაინახეთ ჩვენი თბილისი.

თემაზე

პრინც უილიამის „თავაშვებული“ დროსტარება და ქეით მიდლტონის იმედგაცრუება
„მაშა და დათვი“ – სერია 2 მლრდ-ზე მეტი ნახვით YouTube-ზე

მეტი ვიდეო

მთავარი თემები