ტრამპის უცნაური მისალმება და მისგან თავდაცვის ხერხები ჯიუ-ჯიცუს ოსტატებისგან

გამოწერა

ამერიკის პრეზიდენტის ხელის ჩამორთმევის უცნაურმა მანერამ ლამის მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

ახლა ყველა იმაზე მსჯელობს, რისი თქმა უნდა პრეზიდენტს ამგვარი ენერგიული და, ერთი შეხედვით, აგრესიული მისალმებით?

დონალდ ტრამპი ვიზავის ხელს უწვდის, მერე მაგრად ავლებს, მკვეთრად და მთელი ძალით ექაჩება თავისკენ და დიდხანს უტყაპუნებს მეორე ხელს. ხანდახან ეს წონასწორობასაც კი აკარგვინებს მოსაუბრეს.

ჯერჯერობით ერთადერთი, ვინც ტრამპის ხელის ჩამორთმევას გაუძლო და, ასე ვთქვათ, არ დარეტიანდა, კანადის ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახლდათ.

45 წლის ჯასტინ ტრიუდომ არა მხოლოდ გაუძლო აშშ-ის ლიდერის ილეთს, არამედ თავადაც არანაკლები ძალით ჩაავლო.

ალბათ, უამრავი ვერსია დაიდება და არაერთი მოსაზრება გამოითქმება. ფსიქოლოგები თავისას იტყვიან, სხეულის ენის სპეციალისტები — თავისას. მანამდე კი ქსელში უკვე რამდენიმე ვიდეორგოლი გამოჩნდა ტრამპის უცნაური მისალმებებით და, კიდევ, ჯიუ-ჯიცუს ამერიკელი ოსტატების მონაწილეობით, რომლებიც აჩვენებენ, როგორ უნდა დაიცვან თავი ამერიკის პრეზიდენტის „მახრჩობელა“ მისალმებისგან.

ყველა ახალი ამბავი
0