ალმა დოიჩერი — XXI საუკუნეში გაცოცხლებული მოცარტი

გამოწერა

ალმა დოიჩერი (Alma Deutscher) 6 წლისა იყო, მაგრამ უკვე ვირტუოზულად უკრავდა ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე, იმპროვიზირებდა და საკუთარ მუსიკას თხზავდა.

ახლა გოგონა უკვე 12 წლისაა და უკვე არის ავტორი სონატებისა, კონცერტებისა და ორი ოპერისაც კი. 

ალმა ამბობს, რომ მუსიკა მას მაშინ სტუმრობს, როცა ისვენებს და პრინცესებსა და ფერიებზე ფიქრობს, ხან კი ძილშიც ეწვევა ხოლმე. 

გოგონა პოპულარული 2012 წელს გახდა, როდესაც სტივენ ფრაიმ (Stephen Fry) ის მოცარტს შეადარა. 

ალმა ბევრ საათს უთმობს მუსიკას, მაგრამ მაინც პოულობს დროს იმისთვის, რომ საყვარელი იასამნისფერი სახტუნაოთი გაერთოს. ჰო, კიდევ ოქროს ეტლზე ოცნებობს. 

აუცილებლად მოუსმინეთ და ნახეთ, როგორი გრძნობით ასრულებს ალმა საკუთარ თხზულებას — სავიოლინო კონცერტს ისრაელის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად. 

ეს ბავშვი მართლაც გენიოსია! 

ყველა ახალი ამბავი
0