მსოფლიო ჰიტები ბითბოქსის სტილში

გამოწერა

ჰიპ-ჰოპის, ასე ვთქვათ, „მეხუთე ელემენტს“, ანუ ბიტბოქსს მუსიკის სამყაროში საკუთარი ნიშა უკავია. საქართველოში ხელოვნების ამ სახეობამ პოპულარობა უკვე მოიპოვა. ქართველი ახალგაზრდობა, როგორც ამბობენ, მსოფლიო ტრენდებს არ ჩამორჩება. 

ვახტანგ კალანდაძე - Sputnik საქართველო
ქართული წარმოშობის ცნობილი რუსი ბითბოქსიორი თბილისში გამოვა

სამეულმა — გუგა ჭყონიამ, ირაკლი პაპინაშვილმა და ლაშა ნიკოლეიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს წყალობით გაითქვა სახელი. ბიჭები ქართულ ხალხურ სიმღერასა და მსოფლიო ჰიტებს ბიტბოქსის სტილში ასრულებენ. მათ რეპერტუარშია „ბიტლზის“, რეი ჩარლზის, System of a Down-ის, გნარლს ბარკლისა და სხვების სიმღერები.

სხვათა შორის, სრულიად ახალგაზრდა გუგა ჭყონია 2010 წელს სატელევიზიო შოუ „ნიჭიერში“ იღებდა მონაწილეობას.

ყველა ახალი ამბავი
0