პატარების ახდენილი საახალწლო სურვილი: გასეირნება ღრუბლებში

გამოწერა

ავიაკომპანია EasyJet–მა პატარებს საოცარი სიურპრიზი მოუწყო და ღრუბლებში გასეირნების დიდი ხნის ოცნება აუსრულა. ეს მათთვის პირველი საჰაერო მგზავრობა იყო.

ავიაკომპანიამ გამოკითხვა ჩაატარა და ათობით ბავშვისთვის, რომლებმაც საახალწლოდ თვითმფრინავით სეირნობა ინატრეს, სპეციალური რეისი დანიშნა.

თუმცა EasyJet–ის „სანტაკლაუსობა“ ამით არ დასრულებულა: ავიაკომპანიამ, თვითმფრინავის მიწაზე დაშვების შემდეგ, ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა და უამისოდაც ულამაზესი დღე კიდევ უფრო გაუფერადა.

ყველა ახალი ამბავი
0