ეროვნული ბიბლიოთეკის დაცვის თანამშრომელმა ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო

გამოწერა

თბილისის ბიბლიოთეკის დაცვის თანამშრომელი ნამდვილი ვირტუოზია. სწორედ მან დაარღვია სიჩუმე, რომელიც ჩვეულებრივ სუფევს ბიბლიოთეკაში, სადაც დიდი გერმანელი კომპოზიტორის ნაწარმოების ჰანგები ააჟღერა.

„მთვარის სონატა“ — ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ალბათ, ყველაზე პოპულარული ქმნილებაა. პირველად ის 1802 წელს ვენაში გამოქვეყნდა. ეს ნაწარმოები ბეთჰოვენმა 17 წლის გრაფინია ჯულიეტა გრიჩარდს მიუძღვნა, რომელსაც კომპოზიტორი მუსიკის გაკვეთილებს უტარებდა. ნიჭიერმა მოსწავლემ კომპოზიტორის გული უმალ დაიპყრო. თუმცა ლუდვიგის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა — კომპოზიტორის არასტაბილურმა მატერიალურმა მდგომარეობამ, არაარისტოკრატულმა წარმომავლობამ, სმენასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მათ ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედა. ჯულიეტამ ბეთჰოვენს გრაფი რობერტ გალენბერგი არჩია.

№14 სონატის დასახელებაში სიტყვა „მთვარის“ პოეტ ლუდვიგ რელშტაბის ინიციატივით მოგვიანებით გაჩნდა, როდესაც კომპოზიტორი ცოცხალი აღარ იყო.

ყველა ახალი ამბავი
0