თბილისის რომელ რაიონებშია საშიში ბინის ყიდვა – ვიდეო

გამოწერა
დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ისაუბრა, თბილისის რომელ რაიონებში არ არის სასურველი ბინების შეძენა.
რატომ არ ღირს რისკის გაწევა და დიდი თანხების დახარჯვა უძრავი ქონების ყიდვაზე თბილისის პრესტიჟულ უბნებში, „Sputnik–საქართველოს“ ვიდეოდან შეიტყობთ.
„ისეთი რაიონები, როგორებიცაა ვერა და ვაკე, შეიძლება პრესტიჟულებად მიიჩნევა ადგილმდებარეობის თვალსაზრისით, მაგრამ გეოლოგიური თვალსაზრისით ეს სულაც არ არის პრესტიჟული რაიონები. იქ ძალიან ბევრი პრობლემაა“, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.
ექსპერტის თქმით, თბილისში კატეგორიულად მიუღებელია მრავალსართულიანი შენობების აგება, განსაკუთრებით, ცენტრში. ადგილი, რომელზეც მდებარეობს ქალაქი, სეისმურად აქტიურია, ამიტომ მის განაშენიანებას გეოლოგიური, სეისმური და სხვა პირობების გაუთვალისწინებლად შესაძლოა ფატალური შედეგები მოჰყვეს, მიაჩნია გოდოლაძეს.
ყველა ახალი ამბავი
0