აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით თურქეთში მეხანძრეები გაგზავნა – ვიდეო

გამოწერა
თურქეთში მასშტაბური ხანძრების ჩაქრობაში დასახმარებლად აზერბაიჯანიდან მეხანძრეების ჯგუფი გაიგზავნა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, როგორ გაიარა ათობით სახანძრო ეკიპაჟმა საქართველოს ტერიტორიაზე.
აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100 პროფესიონალი და გამოცდილი მეხანძრე ყველაფერს აკეთებს ხანძრის ჩასაქრობად და მარმარისზე მისი გავრცელების საწინააღმდეგოდ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით, პირველი ჯგუფი, რომელიც 100 მეხანძრისგან შედგება, თურქეთში 30 ივლისს გაიგზავნა. გუშინ, 31 ივლისს თურქეთში დამატებითი ძალა გაემართა. მეორე ჯგუფში შედის 220 მეხანძრე-მაშველი, 53 ერთეული სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა, ერთი ვერტმფრენი და სასწრაფო დახმარების ერთი ავტომობილი.
ყველა ახალი ამბავი
0