კონორ მაკგრეგორმა ბრძოლისას ფეხი მოიტეხა და დამარცხდა: ვიდეო შეხვედრიდან

გამოწერა
ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა ამერიკელ დასტინ პორიესთან ბრძოლა დათმო ტურნირ UFC 264-ის მთავარ შეხვედრაში. მარცხის მიზეზი ტრავმა გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველი რაუნდის შემდეგ მაკგრეგორმა უხერხული მოძრაობა გააკეთა და მარცხენა ფეხი მოიტეხა. UFC-ის ყოფილი ჩემპიონი არენიდან ექიმებმა გაიყვანეს საკაცით.
კონორ მაკგრეგორს 28 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 22 გამარჯვებით დაასრულა.
რაც შეეხება პორიეს, 34 შეხვედრიდან 28 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
ყველა ახალი ამბავი
0