პატარა მამაცი კიბორჩხალა ლომების წინააღმდეგ - ვიდეო

გამოწერა
სამხრეთ აფრიკულ რესპუბლიკა მალა-მალას ნაკრძალში პატარა კიბორჩხალა ლომებს არ შეუშინდა და მამაცურად შეეწინააღმდეგა
ვიდეო გადაიღეს რეინჯერებმა რუჯერო ბარეტომ და რობინ სიუელმა. ისინი დილით ლომების საძებნელად წავიდნენ, რომლებიც მდინარის ახლოს იპოვეს. „გადავწყვიტეთ გვიან მოვბრუნებულიყავით, როდესაც ლომები გაიღვიძებდნენ. როდესაც წამოსვლა გადავწყვიტეთ, შევნიშნეთ, რომ ერთ-ერთი ლომი გაჩერდა და ინტერესით დაუწყო რაღაცას ყურება. აღმოჩნდა, რომ ეს  კიბორჩხალა იყო“, - განაცხადეს რეინჯერებმა.
კიბორჩხალა ნაპირზე მიღწევას ცდილობდა და ლომებს გადააწყდა. კადრებში ჩანს, როგორ დგება კიბო საბრძოლო პოზიციაში. ამ მომენტში ნადირმა გადაწყვიტა არ გაერისკა, ამიტომ წამოწვა და ყურება განაგრძო. როდესაც კიბორჩხალა დარწმუნდა, რომ მოწინააღდეგე ნეიტრალიზებული იყო, მშვიდად განაგრძო გზა.
რამდენიმე წამში მის გარშემო კიდევ ოთხმა ლომმა მოიყარა თავი, თუმცა კიბორჩხალამ მათ ყურადღება არ მიაქცია და ბალახებში გაუჩინარდა.
ყველა ახალი ამბავი
0