ქარიშხალი ჩეხეთის სამხრეთში: არიან დაღუპულები – ვიდეო

გამოწერა
მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ტორნადო ამ რეგიონისთვის განსაკუთრებით იშვიათი მოვლენაა. მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა.

ხუთშაბათს, 24 ივნისს ჩეხეთის სამხრეთ ნაწილს ტორნადო დაატყდა თავს. დაშავდა 150 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც. ასევე არიან დაღუპულებიც.

აღსანიშნავია, რომ სტიქიამ ძირითადი დარტყმა რვა დასახლებულ პუნქტს მიაყენა. ზოგიერთ სოფელში განადგურდა შენობების ნახევარი, ნანგრევებში მოყვნენ ადამიანები.

მაშველების ინფორმაციით, დაშავებულების გარდა, არიან დაღუპულებიც, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ერთ-ერთი ჩეხური ტელევიზიის ცნობით, ჩეხი კოლეგების დასახმარებლად ავსტრიიდან და სლოვაკეთიდან ადგილზე გადაიგზავნენ მეხანძრე-მაშველები. კერძოდ, ავსტრიამ რეგიონში გაგზავნა სასწრაფო დახმარების 30 ავტომობილი, მაშველები და ორი ვერტმფრენი.

ყველა ახალი ამბავი
0