ფლორიდაში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა: არიან დაღუპულები და უგზო-უკვლოდ დაკარგულები

გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ფლორიდაში, სადაც ამჟამად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს მრავალსართულიანი შენობის ჩამონგრევის შემდეგ.

მაიამის შემოგარენში მდებარე ქალაქ სერფსაიდში მრავალსართულიანი შენობის ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად განადგურდა დაახლოებით 130-მდე ბინა. უბედური შემთხვევის ადგილზე მაშველთა 80 ბრიგადა მუშაობს.

​ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მაშველებს სამი დაღუპულის ცხედარი აქვთ ნაპოვნი, ნანგრევებიდან ამოყვანილია 37 კაცი, რომელთა ნაწილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. მაიამის პოლიციის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, სულ ცოტა 99 კაცის ადგილსამყოფელი უცნობია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0