რომის პაპი „ადამიანი-ობობას“ შეხვდა – ვიდეო

გამოწერა
კომიქსების გმირის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი საავადმყოფოში მყოფი ბავშვების ხშირი სტუმარია. ის ამავე კოსტიუმით მივიდა პონტიფიკოსთან და პატარა პაციენტების დალოცვა სთხოვა.

რომის პაპ ფრანცისკეს ვატიკანში შეხვდა მამაკაცი ადამიანი-ობობას ფორმით.

კომიქსების გმირის ფორმაში გამოწყობილი იყო 27 წლის მატია ვილარდიტა, რომელიც გასულ წელს იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საბავშვო საავადმყოფოებში მუშაობისთვის დააჯილდოვა.

„მე ვიცვამ ადამიანი–ობობას კოსტიუმს, რათა ყველაზე პატარა პაციენტებს ღიმილი მოვგვარო“, – განმარტა იტალიელმა „სუპერგმირმა“.

ის პონტიფიკოსთან იმისთვის მივიდა, რომ რომის პაპისთვის ეჩუქებინა ნიღაბი, რომლის საშუალებითაც ის ავადმყოფი ბავშვების ტანჯვას უყურებს. მან სასულიერო პირებს პატარების დალოცვაც სთხოვა.

  • „ნამდვილი სუპერგმირები არიან ავადმყოფი ბავშვები და მათი ახლობლები, რომლებიც ბრძოლას იმედიანად და შემართებით განაგრძობენ“, – დაამატა ვილარდიტამ.

პირველად პორტის თანამშრომელმა სუპერგმირის ნიღაბი ოთხი წლის წინ გაიკეთა. მას თავად აქვს მძიმე დაავადება და 19 წლის განმავლობაში არაერთხელ წოლილა გენუის საბავშვო საავადმყოფოში.

„როდესაც მარტო ვიწექი ლოგინში, ძალიან მინდოდა, რომ ადამიანი-ობობა შემოსულიყო ფანჯრიდან ჩემს ოთახში“, – გაიხსენა მან.

ვილარდიტამ ასევე დაამატა, რომ კორონავირუსის პერიოდში მკაცრი საკარანტინო ზომების დროსაც ცდილობდა პატარების გახარებას, მან 1400-ზე მეტი ვიდეოზარი განახორციელა, შესაძლებლობის შემთხვევაში კი სტუმრადაც მიდიოდა ბავშვებთან და მათ მხიარულ დღესასწაულს ჩუქნიდა.

ყველა ახალი ამბავი
0