ნიუ-იორკში ქალაქის მკვიდრთა 70%-ის კორონავირუსზე ვაქცინაცია ფეიერვერკით აღნიშნეს – ვიდეო

გამოწერა
ქალაქში უკვე უქმდება საკარანტინო შეზღუდვების უმეტესობა, პირბადის ტარების ვალდებულება ძალაში რჩება სკოლებსა და საავადმყოფოებში.

ნიუ-იორკის ხელისუფლებამ სამშაბათს, 15 ივნისს მოსახლეობის 70%-ში კორონავირუსის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზის მიღება აღნიშნა. ქალაქში საკარანტინო შეზღუდვები შემსუბუქდა.

აღსანიშნავია, რომ ფეიერვერკი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ნიუ-იორკის მკვიდრთათვის და ქალაქის სტუმრებისთვის ნამდვილ სიურპრიზად იქცა.

„რას ნიშნავს 70%? ეს ნიშნავს, რომ ახლა შეგვიძლია ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ“, – განაცხადა ქალაქის მერმა ენრიუ კუომომ.

მან დაამატა, რომ ახლა კინოთეატრებს აღარ მოუწევთ სტუმრებს შორის ცარიელი ადგილების დატოვება, რესტორნები კლიენტებს უარს აღარ ეტყვიან ორ მეტრზე ახლოს დაჯდომაზე, მაღაზიებში კი კლიენტთა რაოდენობა აღარ შეიზღუდება.

მიუხედავად ამისა, ნიუ-იორკელებს კვლავ მოუწევთ პირბადის გაკეთება სკოლებში, მეტროში, სტადიონებზე, უსახლკაროთა თავშესაფრებში, საავადმყოფოებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ციხეებში.

ევროკავშირი და აშშ მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედის ვაქცინირებას გეგმავენ.

მანამდე ყველა საკარანტინო ზომა გაუქმდა ვერმონტის შტატში, სადაც მოსახლეობის 80%-ზე მეტია ვაქცინირებული. ამასთან დაკავშირებით გუბერნატორმა გააუქმა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლის 13 მარტს გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0