რობოტს მხოლოდ ორი ბორბლებიანი ფეხი აქვს, მიუხედავად ამისა, შეუძლია ცეკვა, სალტოების კეთება, დაბრკოლებების გადალახვა და ყავის მორთმევაც კი.
„ოლი“ სიმაღლეში სულ 35 სმ-ია, თუმცა სიგრძეში 40, სიმაღლეზე კი 60 სმ-ზე ხტომის უნარი აქვს. რამესთან შეჯახებისას ძირს არ ვარდება და შეუძლია მოძრაობის ტრაექტორიის გათვლა.
კომპანია მოკლე ხანში ამ რობოტების მცირე სერიის გამოშვებას გეგმავს.