მეცნიერების თქმით, სამყაროში ყველაზე მძლავრი აფეთქება თანამგზავრებმა Fermi-მ და Swift-მა აღმოაჩინეს ერიდანის თანავარსკვლავედში. აფეთქების ეპიცენტრი დედამიწიდან ერთი მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული.
ირკვევა, რომ ამ აფეთქების ზოგ თავისებურებას მეცნიერები ახსნას ვერ უძებნიან. მაგალითად იმას, რომ რენტგენული და გამა-გამოსხივება ერთმანეთის მიყოლებით გაქრა სინქრონულად, რაც მანამდე შეუძლებლად მიიჩნეოდა. ასტრონომები კვლევებს განაგრძობენ, რათა ამ გამოცანას პასუხი გასცენ.