როგორც GTA: შეიარაღებულმა ბავშვებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს – ოპერაციის ვიდეო

გამოწერა
ფლორიდაში 14 წლის გოგონამ და 12 წლის ბიჭმა მოპარული იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას, საპასუხო სროლით გოგონა მძიმედ დაიჭრა. იხილეთ ოპერაციის ვიდეოკადრები.

ცნობილი ხდება, რომ ბავშვები მინდობით აღმზრდელი ოჯახიდან გაიქცნენ და უცხო სახლში შეაღწიეს, სადაც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. 

პოლიცია ადგილზე მას შემდეგ გამოცხადდა, რაც სახლში უკანონოდ შეღწევის შესახებ სიგნალიზაციის პულტზე შეტყობინება მიიღო. სამწუხაროდ, ბავშვებთან მშვიდობიანად ჩაბარებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა – არასრულწლოვნებმა ცეცხლი გახსნეს.

როგორც მოგვიანებით დაკავებულმა 12 წლის ბიჭმა განაცხადა, ისინი კომპიუტერული თამაშის GTA-ს მიხედვით მოქმედებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0