კოპენჰაგენში მიგრანტებმა სირიაში დეპორტაცია გააპროტესტეს - ვიდეო

გამოწერა
სამშაბათს სირიელმა მიგრანტებმა კოპენჰაგენში კრისტიანსბორგის სამეფო მოედანზე მოიყარეს თავი, რათა პროტესტი გამოეხატათ მთავრობის გადაწყვეტილებისადმი, რომელიც ზოგიერთ სირიელს ცხოვრების ნებართვას უუქმებს, რადგან დამასკი და მეზობელი რაიონები საკმაოდ უსაფრთხოდ მიიჩნევა

„სირიელებზე გავლენა აქვს დანიის საიმიგრაციო პოლიტიკას, ასევე სხვა ულტრამემარჯვენე პარტიებს“, - განაცხადა ასენს სვაიდმა, მიტინგის მონაწილემ და ორგანიზაციის Finjan წევრმა.

„მე პირადად ვიცნობ სამ ადამიანს, რომლებიც დანიიდან სირიაში დაბრუნდნენ, კიდევ სამი დააკავეს და აწამეს, ერთ-ერთი ახლაც ციხეში იმყოფება. სირიელების სირიაში დაბრუნება რეალურ საფრთხეს წარმოადგენს“, - დაამატა მან.

Amnesty International-ის ცნობით, დანიის საიმიგრაციო სამსახურმა ასობით ადამიანს დამასკსა და მეზობელ რაიონებში დაბრუნება უბრძანა, ამასთან მინიმუმ 39 სირიელი საბოლოო შეფასების მიღების შემდეგ დეპორტს ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0