საქართველოში აღდგომას აღნიშნავენ: სადღესასწაულო ღვთისმსახურება სამების ტაძარში

გამოწერა
აღდგომა ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ აღავლენენ სააღდგომო ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში

აღდგომა იესო ქრისტეს მიერ ცოდვის გამოსყიდვასთან, მის ჯვარცმასა და მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული დღესასწაულია.

შაბათს საღამოდან მორწმუნეებმა ტაძრებთან მისვლა დაიწყეს. პანდემიის გამო ქვეყნის ყველა ეკლესიაში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები: ორ მეტრიანი დისტანცია და პირბადე.

ეკლესიები ღია იქნება 04:00 საათამდე, რათა მორწმუნეებმა სახლში მარტივად შეძლონ მისვლა.

ტაძრებსა და ეკლესიებში უამრავი ხალხია, თუმცა გათენებამდე მხოლოდ ისინი რჩებიან, ვინც წმინდა ცეცხლის ჩამოტანას ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0